![](https://civil.ge/wp-content/uploads/2022/01/Georgian-Airways-FB-780x470.jpg)
ახალი ამბები
უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში „ჯორჯიან ეარვეისი“ მოხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 ივლისს განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლითაც სანქცირებულთა სიაში დამატებითი კომპანიები და ინდივიდუალური პირები მოხვდბებ. სანქცირებულთა შორისაა ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთთან პირდაპირი ფრენები განაახლა. სიაში ასევე მოხვდა ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი.
მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსებისთვის ევროპაში ტრანზიტული რეისების შესრულებას გეგმავდა. გაიაშვილის თქმით, 15 ივნისიდან რუსეთის მოქალაქეები მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკასა და სალონიკში მოგზაურობას შეძლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/05/2023 – ევროკავშირის დემარში საქართველოს მთავრობას რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო
- 27/05/2023 – პუტინი უკმაყოფილოა ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ქართველების რეაქციით
- 23/05/2023 – სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
- 16/05/2023 – ევროკავშირი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილების გამო სინანულს გამოთქვამს
- 10/05/2023 – სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან
- 03/02/2023 – სახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთთან ფრენების აღდგენას, შესაძლოა, პროცესში ჩართული კომპანიების დასანქცირება მოჰყვეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)