skip to content
ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პროტესტის ნიშნად თვალი და პირი ამოიკერა

დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა 20 ივნისს პროტესტის ნიშნად თვალი და პირი ამოიკერა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ბექა გრიგორიადისმა პროტესტის უკიდურეს ზომას პარლამენტის წინ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მიმართა სახელწოდებით „არა რუსულ მთავრობას – სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“.

აქციის ორგანოზატორებს შორის იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, სტუდენტები და მოქალაქეები.  საქართველოს მოქალაქეების წინაშე არსებულ უამრავ გამოწვევას შორის, ორგანიზატორებმა „დაშინება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ქვეყნის რუსეთიფიკაცია, ეკონომიკის განადგურება, უმუშევრობა და გაზრდილი ემიგრაცია“ დაასახელეს.

აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა „პოლიტპატიმრების“ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button