skip to content
ახალი ამბები

საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამათლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ 1 მაისს წინასწარ პატიმრობაში დატოვა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამათული აქციებისას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით მარტის ბოლოს დააკავეს. მას 7-11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წინასასამართლო მოსმენაზე, რომელზეც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაცვის მხარემ გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო მოსმენაზე გრიგორიადისმა, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, თქვა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. „მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი. ტანსაცმელიც კი, რაც დაკავებისას მეცვა, ის მეცვა აქციაზეც“, – ხაზი გაუსვა მან.

გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button