ახალი ამბები
უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.
სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საკონსულო უკვე ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა.
მედიის ცნობით, დაღუპული „ქართული ლეგიონის“ წევრი, ზვიად გიგანია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლიდან იბრძოდა.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 34 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/05/2023 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 27/04/2023 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 05/04/2023 – უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 01/04/2023 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)