უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 აპრილს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია პირველად გუშინ, გვიან ღამით, ასევე უკრაინაში მებრძოლმა კიდევ ერთმა ქართველმა, ნადიმ ხმალაძემ Facebook-ით გაავრცელა. დაღუპულთა შესახებ დეტალები მედიით მოგვიანებით გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ ბარაბაძე და დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმისას დაიღუპნენ.
ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლის „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა თქვა, რომ საარტილერიო ცეცხლის შედეგად არიან დაშავებულებიც. ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
მანამდე, 31 მარტს, უკრაინაში, ასევე ბახმუტთან ბრძოლებს კიდევ ერთი ქართველის, მიხეილ მაზანაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 31 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/04/2023 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 14/12/2022 – უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 05/12/2022 – პრემიერი უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს და ოპოზიციას აკრიტიკებს
- 04/12/2022 – უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 02/12/2022 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)