ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 მაისს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა.
სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს საელჩო უკვე ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურების განხორციელდება მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ქართველი მებრძოლი უკრაინის ქალაქ ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლებს შეეწირა.
არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 33 მოქალაქე დაიღუპა.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/04/2023 – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 05/04/2023 – უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 01/04/2023 – უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
- 14/12/2022 – უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)