ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აპრილს „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა.

კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ თავდაპირველად Facebook-ზე „კავკასიის ლეგიონის“, უკრაინაში მებრძოლ მრავალეროვან მოხალისეთა დანაყოფის მეთაურმა, ლადო გამსახურდიამ გაავრცელა. მას ოდიშვილის დაღუპვის ადგილის შესახებ დეტალები არ დაუზუსტებია.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 32 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button