უცხოელი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
უცხოელმა ლიდერებმა, დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ხაზი გაუსვა საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას, მათ შორის 2008 წელს საქართველოში შეჭრას და მის შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციას. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ცალ-ცალკე მიულოცეს აშშ-ის საელჩომ და ელჩმა კელი დეგნანმაც.
გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ მოსალოცი წერილით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს მიმართა, სადაც გულთბილად მიულოცა მათ დამოუკიდებლობის დღე და განაცხადა, რომ თბილ მეგობრობას და ძლიერ პარტნიოორობას მოელის ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.
დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს Twitter-ზე გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმაც მიულოცა.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) May 26, 2023
Happy Independence Day Georgia ?? pic.twitter.com/CAYFD2xFA4
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“.
I wish all the Georgians and the Nation happy Independence Day!#Georgia belongs the European Union.
— Oliver Varhelyi (@OliverVarhelyi) May 26, 2023
Your quest for freedom has strengthened you and made you resilient.
Freedom prevails over all the struggles. pic.twitter.com/p4ZkPGG1c3
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცეს ლუქსემბურგის, დანიის, პოლონეთის, საბერძნეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც. დღესასწაული საქართველოს ასევე მიულოცეს გერმანიის, საფრანგეთის და ნიდერლანდების ელჩებმა – პიტერ ფიშერმა, შერაზ გასრიმ და მააიკე ვან კოლდამმა.
საქართველოში უკრაინის საელჩომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია: „ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის უჭერდა მხარს და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხები საკუთარი ტერიტორიების დე-ოკუპაციას მოახდენენ, დაუბრუნებენ დამსახურებულ მშვიდობას უკრაინასა და საქართველოს და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონს“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს ვიდეომიმართვითაც მიულოცა და აღნიშნა: „მივესალმები ქართველ ხალხს და ვუსურვებ მათ ჩვენთან და ყველა ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად ყოფნას თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში“.
Today ?? Georgia celebrates Independence Day. I greet all the people of Georgia and wish them to be together with us and all other European nations in a free, peaceful and united European family. I wish this for the entire Georgia – and those parts of your country that are still… pic.twitter.com/zo7MZhclUY
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 26, 2023
დამოუკიდებლობის დღე საქართველოსასევე მიულოცეს მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მისალოცი წერილები საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე Twitter-ზე მიულოცეს ევროპარლამენტარებმაც. ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, განსაკუთრებით „იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება როგორც შიგნიდან, ისე გარედან“. კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, ვლად გეორგემ Twitter-ზე დაწერა: „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ მამაც და ევროპელ ქართველ ხალხს“. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს ქართულ ენაზე მიულოცა: „გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას“. ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე საქართველოში ევროკავშირის საელჩომაც მიულოცა.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/05/2023 – ფოტოამბავი: საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
- 26/05/2023 – ქვეყნის ლიდერები მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)