ახალი ამბები

საქართველოს პრემიერი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ასევე წარმატებით ჩატარება უსურვა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტ ერდოღანთან საუბრისას პრემიერმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა თურქეთის პრეზიდენტის „პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომლებშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button