ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 18 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.
უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე“ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის „უმოკლეს ვადებში“ გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლება „ყველა არსებულ მექანიზმს“ იყენებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/03/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 07/02/2023 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 01/12/2022 – ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 24/11/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)