Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 6 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასული წლის სექტემბერში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გელა იობაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის განცხადებით, გელა იობაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რეგულარულად განიხილებოდა. ასევე, მისი დაკავების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები, გააქტიურებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზიც.

სუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button