ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 1 დეკემბერს განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ჯარმელიშვილი გაათავისუფლეს და იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სუსი პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს და აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს ყველა დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)