skip to content
ახალი ამბები

საელჩო: აშშ გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას

„შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და მათთან თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტების გასაძლიერებლად“, – დაწერა 20 თებერვალს Facebook-ზე ამერიკის შეერთებული საელჩო და თბილისში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.

„შემთხვევითი არ არის, რომ კრემლის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაა. უდავოდ, ძლიერ დემოკრატიას მოაქვს კეთილდღეობა და უსაფრთხოება. მაგრამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე დემოკრატიას წარმატების იმედი არ აქვს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩოს თქმით, „საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რომ მიაღწიოს უფრო უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავლის მიზანს – ეს არის ის, რაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და რასაც ისინი იმსახურებენ“.


სამოქალაქო სექტორისადმი აშშ-ის საელჩოს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების მიერ უცხოური გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პარალელურად გავრცელდა. კანონპროექტმა დღეს, 20 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სავალდებულო ეტაპი წარმატებით გაიარა და იგი განსახილველად კომიტეტებს (იურიდიული, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა) გადაეცათ. ბიუროს სხდომა მედიის წარმომადგენლების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი მოუწოდებდნენ დეპუტატებს არ მიიღონ „რუსული კანონი“.

ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button