
„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა.
საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ის, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონათან ასკონასის ვიზიტს საქართველოში.
„საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების ეფექტური აღსრულების მექანიზმებს საქართველოში და აღინიშნა ამ მხრივ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაწეული ძალისხმევა“, – განაცხადა სამინისტრომ.
This post is also available in: English