ახალი ამბები

პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს მისი ადმინისტრაციის სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიციებზე კანდიდატურები წარადგინა, მათ შორის, მან საქართველოში ახალი ელჩის პოზიციაზე რობინ დანიგანი დაასახელა.

რობინ დანიგანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ მსახურობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.

მანამდე რობინ დანიგანი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.

კიდევ უფრო ადრე, მას ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია ეკავა. ასევე, მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში – ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.

დანიგანი „ომის ეროვნული კოლეჯის“ მაგისტრის ხარისხის მფლობელია. მას ასევე აქვს მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ინგლისურთან ერთად იგი ესპანურ და გერმანულ ენებზეც საუბრობს.

რობინ დანიგანი საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ეწურება. იგი ამ პოზიციაზე 2020 წლის იანვრიდან მსახურობს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button