პრემიერმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დანიშნა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად 6 წლის ვადით რაჟდენ კუპრაშვილი დანიშნა. მასთან ერთად, პრემიერისითვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ასევე იყვნენ – ზურაბ აზნაურაშვილი და ელგუჯა მაკალათია.
პროფესიით იურისტი, რაჟდენ კუპრაშვილი, 2019 წლიდან სახელმწიფო ორგანიზაციის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. წარსულში იგი შემდეგ კომპანიებს ხელმძღვანელობდა – „კუპრაშვილი და ადვოკატები“ და „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატა“. ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და მუშაობდა იურისტის პოზიციაზე საპროექტო–საკვლევაძიებო ინსტიტუტში – „ტრანსპროექტი“. 2001-2009 წლებში იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეც იყო.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობის მსურველებს განაცხადების წარდგენა 11 იანვარიდან 25 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეეძლოთ. ბიუროს დირექტორობის სურვილი ჯამში სულ 38-მა კანდიდატმა გამოხატა, მათგან გასაუბრებაზე 8 დაიბარეს. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დანარჩენების მიერ წარმოდგენილი განცხადებები/დოკუმენტაცია კანონით და დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. საკონკურსო კომისიამ პრემიერს შერჩეული 3 კანდიდატი 7 თებერვალს წარუდგინა.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/01/2023 – ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია
- 02/12/2022 – „TI საქართველო“ „ანტიკორუფციული ბიუროს“ შესახებ კანონის ნაკლოვანებებზე საუბრობს
- 26/10/2022 – ქართული ოცნება „ანტიკორუფციული ბიუროს“ შექმნისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს დაარეგისტრირებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)