Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის საბჭომ 31 იანვარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელად ბერძენი დიპლომატი, დიმიტრიოს კარაბალისი დანიშნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელებას უწევს მონიტორინგს, უიარაღო დამკვირვებლები ჰყავს, რომელთაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, დიმიტრიოს კარაბალისი საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

მანამდე, 2017-2020 წლებში იგი საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. 

დიმიტრიოს კარაბალისი მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას, დღეიდან, 1 თებერვლიდან შეუდგება და მისი მანდატი 2023 წლის 14 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ბერძენმა დიპლომატმა თანამდებობაზე მარეკ შჩიგელი ჩაანაცვლა, რომელსაც მისიის ხელმძღვანელის პოსტი 2020 წლის თებერვლიდან ეკავა და უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button