skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჩეხ კოლეგას, იან ლიპავსკის ტელეფონით ესაუბრა და სხვადასხვა საკითხები მიმოიხილა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 24 იანვარს Twitter-ზე დაწერა, რომ ქართველ კოლეგასთან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე იმსჯელა.

იან ლიპავსკის თქმით, ილია დარჩიაშვილთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც იმსჯელა.

„ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგებს შორის საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button