skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 11 იანვარს ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს ტელეფონით ესაუბრა და ორ ქვეყანას შორის „ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“ იმსჯელა.

ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საუბრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ესტონეთის ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს. „ხაზი გავუსვით საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, – დასძინა მანვე.

თავის მხრივ, ურმას რეინსალუმ ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ ქართველ კოლეგასთან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შეჩერებასა და უკრაინის დახმარებაზე იმსჯელა.

მისივე თქმით, ილია დარჩიაშვილთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოხატა და ხელისუფლებას მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button