
ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში ელჩად დაინიშნა
ალექსანდრე კარტოზია, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს 1998 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა, გერმანიაში ელჩად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლევან იზორია შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებდა.
„ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 სექტემბერს.
კარტოზია მუშაობდა მკვლევრად და უძვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. 2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით – დამსახურების ჯვარი – დაჯილდოვდა.
თუმცა, განათლების მინისტრობის დროს კარტოზიას კორუფციის ბრალდებები წაუყენეს. 2002 წელს ანტიკორუფციული საბჭოს წევრმა გივი თარგამაძემ საჯაროდ დაადანაშაულა იგი კორუფციაში, ხოლო 2004 წელს სამართალდამცავმა ორგანოებმა კარტოზია და მისი მოადგილე, ვლადიმერ სანაძე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დაადანაშაულეს.
This post is also available in: English