skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იორდანიის სამეფოს სტუმრობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს სტუმრობდა, სადაც იორდანიის  შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურ გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითთან ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე იმჯელა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 18 იანვრის ცნობით, მხარეებმა სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

საგულისხმოა, რომ იორდანია საქართველოსთან ერთად ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი და ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა, ამდენად შეხვედრის მონაწილეებმა ნატოსთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დელეგაციის ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button