პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ახალი კანდიდატები წარუდგინა
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი ვერ აირჩია, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოს ამ თანამდებობებზე ახალი კანდიდატურები გაუგზავნა.
28 დეკემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას, წევრობის ერთ ადგილზე კი – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის კანდიდატები ცესკოს წევრობის ორი ვაკანტური პოსტისთვის უნდა წარედგინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის თანახმად, მას კანდიდატები უკვე ჩატარებული კონკურსიდან უნდა შეერჩია, ეს ვერ მოხერხდა, რადგანაც წინა ხელახალ კონკურსში სულ 3 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ორს კი – საქართველოს პარლამენტმა მხარი უკვე არ დაუჭირა. შესაბამისად, პრეზიდენტმა ცესკოს წევრობის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/09/2022 – ISFED-ი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების „დროულად“ არჩევნისკენ მოუწოდებს
- 22/08/2022 – შალვა პაპუაშვილი ISFED-ისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ საუბრობს
- 06/08/2022 – პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)