
ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 17.15% შეადგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, დილის 12 საათისთვის საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 602 445-ია, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 17.15%-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა 30.76%-მა მისცა ხმა. ყველაზე დაბალი აქტივობა – 12.93% თბილისში დაფიქსირდა.
ბრიფინზე გამოსვლისას, ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში არც ერთი საჩივარი არ შესულა.
იოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ცესკომ მიიღო ინფორმაცია, რომ კომისიის სახელით მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა იმის გადასამოწმებლად, მისცეს თუ არა მოქალაქეებმა ხმა. მისი თქმით, ცესკო-ს ამ ზარებთან კავშირი არ აქვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, საქართველოს 3,513,818 მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება 3,061 საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემა ელექტრონულად ტარდება ქვეყნის მასშტაბით 2,284 საარჩევნო უბანზე.
This post is also available in: English