თბილისისა და რომის მერებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
თბილისის მერიამ 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მერმა კახა კალაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, თავის კოლეგასთან, რობერტო გუალტიერისთან ერთად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისი და რომი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია.
„მემორანდუმის მიზანია, ხელს შეუწყოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, დაიგეგმოს საერთო ღონისძიებები, მოხდეს გამოცდილების გაზიარება ურბანული, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში“, – ნათქვამია მერიის პრესრელიზში.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კალაძემ განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომთან. ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო ხდება“.
დაწერა: „სიამოვნებაა ვუმასპინძლოთ ჩვენს მეგობარს, თბილისის მერს… ჩვენი დედაქალაქები მუშაობენ, რათა გააძლიერონ თანამშრომლობა ყველა ასპექტში, მათ შორის სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, ურბანული განვითარება, ენერგიის ტრანზიცია და ციფრული ინოვაციები“, – დაწერა რომის მერმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.
Un piacere ricevere in Campidoglio l’amico Sindaco di #Tbilisi @KakhaKala. Le nostre capitali sono al lavoro per rafforzare a tutto campo la collaborazione, a partire da settori strategici come cultura, rigenerazione urbana, transizione energetica, innovazione digitale. pic.twitter.com/N1xd9KSNdl
— Roberto Gualtieri (@gualtierieurope) December 6, 2022
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)