Placeholder canvas
ახალი ამბები

კელი დეგნანი სახალხო დამცველისა და სააკაშვილის შესახებ საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართული ღონისძიების ფარგლებში, ჟურნალისტებთნ საუბრისას, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა ომბუდსმენის როლს და მას „ნებისმიერ დემოკრატიაში ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა უწოდა“.

ელჩის თქმით, სახალხო დამცველი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვაზე, რაც ზოგჯერ იმას ნიშნავს, რომ „მთავრობა ან სხვები არ არიან კმაყოფილნი სახალხო დამცველით, ვინაიდან ეს საქმიანობა გულისხმობს სიმართლის თქმას ხელისუფლებისთვის ,საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და იმ სისტემებისა და ინსტიტუტების გაუმჯობესების პროცესში, რომელთაც საქართველო საკუთარი დემოკრატიისთვის აშენებს“.

„ეს არის საქმიანობა, რომელიც უზარმაზარ გამბედაობას, პატიოსნებას, დამოუკიდებლობასა და ერთგულებას მოითოვს“, – განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 9 დეკემბერს ეწურება, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ძალიან ამაყობს“ იმით, რომ მიეცა შესაძლებლობა მხარი დაეჭერა ნინო ლომჯარიასთვის და მისი გუნდისთვის და დახმარებოდა სახალხო დამცველის აპარატს „გაეძლიერებინა საკუთარი სისტემა, ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებზე და, საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვის მიზნით, უკეთ ყოფილიყო აღჭურვილი თავისი საკონსტიტუციო ვალდებულების შესასრულებლად“.

ხაზი გაუსვა რა იმ „შთამბეჭდავ სამუშაოს“, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაწია, ელჩმა დეგნანმა განაცხადა რომ „არსებობს ისეთი სფეროები, სადაც შემდგომი მუშაობაა საჭირო“. „ვიცი, რომ მომდევნო სახალხო დამცველი ამ საქმეს განაგრძობს“, – ამ კონტექსტში, მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე პროცესის შედეგად, შეირჩევა ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, საქმისადმი ერთგული პროფესიონალი, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეტყვის და ქართველი ხალხის წარმომადგენელი იქნება ისევე, როგორც ნინო ლომჯარია და მისი გუნდი აკეთებდნენ ამას“, – აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ „ჩვენ კვლავაც ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის მდგომარეობას“. „ბოლო ინფორმაციას ჩვენც სხვებივით ვეცნობით“, – დასძინა მან.

ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ „მთავარია, მთავრობამ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“.

„ჩვენ ყველანი ველოდით სანდო და საიმედო სამედიცინო დასკვნას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო გზა“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არაერთხელ უთქვამს, რომ მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და რომ მისი უფლებები დაცული იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ცოტა ხნის წინ მიღებულ სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით სათანადო ნაბიჯები გადადგას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button