ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 1 ნოემბერს განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.
სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ასევე, გააქტიურებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი.
„უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – აცხადებენ სუს-ში და დასძენენ, რომ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს.
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/10/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 19/10/2022 – სუსის თქმით, ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)