ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 19 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გლურჯიძე გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები. ასევე, გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი.
სუსი ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.
უწყების თქმით, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობას განაგრძობს.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/08/2022 – ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 01/10/2022 – სუსი ცხინვალის საუკუპაციო ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს
- 30/09/2022 – სუსი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)