ახალი ამბები
იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ექსპრესმონაცემებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა და 13.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 37.4%-ით – 4.09 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 34.4%-ით – 9.5 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 5.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/09/2022 – იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 36.6%-ით გაიზარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)