ახალი ამბები

იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 36.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 36.6%-ით გაიზარდა და 11.9 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

საანგარიშო პერიოდში, 36.9%-ით – 3.57 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 36.5%-ით – 8.36 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 4.79 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ია.

წყარო: საქსტატი

2022 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სათავეში თურქეთი იყო – 1.8 მლრდ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1.5 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი – 1.2 მლრდ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 843.3 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 760.4 მლნ აშშ დოლარით.

ამავე პერიოდში, ექსპორტის კუთხით სქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ჩინეთი – იყო 502.6 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 421.5 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 409.3 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 321.5 მლნ აშშ დოლარით და სომხეთი – 302.4 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ – თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი – 1.5 მლრდ აშშ დოლარით; 1.1 მლრდ აშშ დოლარით; 724 მლნ აშშ დოლარით; 569.3 მლნ აშშ დოლარით და 421.8 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: საქსტატი

2022 წლის იანვარ-აგვისტოში, ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების სათავეში იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 683.8 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: მსუბუქი ავტომობილები – 490.9 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 371.6 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 192.7 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 146.4 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 91.6 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 73.9 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 67.2 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 66.8 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 59.6 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.3 მლრდ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები – 940.4 მლნ აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 872.7 მლნ აშშ დოლარით; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 531.4 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 268.5 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 261.6 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 171.5 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 126 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 75.3 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 72.4 მლნ აშშ დოლარით; ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები – 65.7 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 4.97 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button