
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 29-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ.
„საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ინიციატივასა და სწრაფი მხარდაჭერის საჭიროებებზე“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 21 ივლისს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო, რომ „თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და მშვიდობას უჭერს მხარს“. მან აღნიშნა, რომ შეხვედრის შედეგად ამოქმედდა აშშ-ნატოს მექანიზმი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების მიზნით, რომლის თანადაფინანსების მზადყოფნაც ევროკავშირის ქვეყნებმა გამოხატეს.
This post is also available in: English