skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს მადრიდის სამიტს ესწრება 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც 28-30 ივნისს ნატოს სამიტს ესწრება.

სამიტზე ნატოს ლიდერები არსებულ გამოწვევებს განიხილავენ, მათ შორის, რუსეთის ომს უკრაინაში, ჩინეთის მზარდ გავლენას, ასევე სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც მომდევნო ათწლეულსა და შემდგომში ნატოს სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავს.

„ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა გამგზავრებამდე.

„მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთად გავხსენით ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ის სახელით, ნატოს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო.

მადრიდში ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, ასევე იმყოფებიან ნატოს პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, ავსტრალიის, ფინეთის, სამხრეთ კორეის, შვედეთის, ახალი ზელანდიის, უკრაინის და ევროკავშირის ლიდერები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button