ახალი ამბები

პარლამენტმა ომბუდსმენობის მსურველთა სია გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც სახალხო დამცველობის სურვილი გამოთქვეს. დეპუტატთა მხარდაჭერის მოპოვებას სულ 19 პირი ეცდება. ესენი არიან:

  • ანა აბაშიძე – იურისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელი;
  • მარიკა არევაძე – იურისტი; საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით; არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის“ სტრატეგიული განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი; „სამართლებრივი კვლევის სწავლებისა და დახმარების ცენტრის“ თავმჯდომარე; სასამართლო მედიატორი და აკრედიტებული ტრენერი; კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის მიწვეული ლექტორი;
  • გიორგი ბურჯანაძე – იურისტი; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
  • ლელა გაფრინდაშვილი – ფილოსოფოსი; არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის“ (WIE) თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ და მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • სოფიო დემეტრაშვილი – სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; მიწვეული ლექტორი სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტში; დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
  • თინათინ ერქვანია – იურისტი; გერმანული სამართლებრივი კომპანია – Hengeler Mueller (ბერლინის ბიურო), იურისტი (მეცნიერთანამშრომელი – Research Assistant); ა(ა)იპ „კონსტიტუციური მმართველობის ცენტრი – საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; შპს, „თინათინ ერქვანია და პარტნიორები“; GIPA-ის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ბაზაზე არსებული კვლევითი ცენტრის – „სამართლისა და საზოგადოების კვლევითი ცენტრი გლობალურ კონტექსტში“ ხელმძღვანელი. სხვადასხვა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მიწვეული ლექტორი;
  • ევგენია თავაძე – მედიცინის დოქტორი; დროებით უმუშევარი; წარსულში მუშაობდა ფინანსურ მენეჯერად. ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობდა ინდივიდუალურ ექსპერტად;
  • ალექსანდრე კობაიძე – იურისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; ალექსანდრე კობაიძის საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი და დირექტორი;
  • ლევან კოკორაშვილი – იურისტი, ყვარლის რაიონის „ახალგაზრდა იურისტთა კავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე;
  • ნუგზარ კოხრეიძე – სლავური ფილოლოგიის მაგისტრი; ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე;
  • გიორგი მარიამიძე – იურისტი; ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი;
  • სერგო მახარაძე -იურისტი; საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი;
  • მაკა მინდიაშვილი – სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; ა(ა)იპ „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი;
  • ჯემალ ნათელაშვილი – იურისტი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  • ნიკოლოზ ნიკოლაძე – საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის მაგისტრი; საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი;
  • ქეთევან ჩაჩავა – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ორგანიზაცია „მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისათვის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; ორგანიზაცია „სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის“ თავმჯდომარე და გამგეობის წევრი; ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • გიორგი ცობეხია – იურისტი; საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორების“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი; „თბილისის იახტკლუბის“ იურისტი; შპს „ყამარი.მ-ს“ იურისტი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  • იაგო ხვიჩია – იურისტი; საქართველოს პარლამენტის პარტია გირჩის დეპუტატი; საპროკურორო საბჭოს წევრი.
  • ნაზი ჯანეზაშვილი – იურისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.

დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესი „ღიად, გამჭვირვალედ [და] ობიექტურად“ მიმდინარეობს და პარლამენტი შემფასებელთა ჯგუფის შეფასებებს დაელოდება, რომელიც მათ 13 ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ.

„ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რომ შესაძლო კანდიდატებიდან მათ შეარჩიონ მინიმუმ შვიდი კანდიდატი, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი“, -თქვა შალვა პაპუაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი პარტია სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელებამდე პროცესში არ ჩაერევა.


სახალხო დამცველობის მსურველთა კონკურსი პარლამენტმა 15 სექტემბერს გამოაცხადა და კანდიდატების რეგისტრაცია 29 სექტემბერს დასრულდა. ომბუდსმენობის კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი შემფასებელთა 9-წევრიანი ჯგუფი შეაფასებს და მათ დეპუტატებს წარუდგენენ.

პარლამენტი კანდიდატების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც დეპუტატები მათგან მინიმუმ შვიდს შეარჩევენ.

მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება 2022 წლის დეკემბერში ეწურება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button