
შსს: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სამ დღეში 60 ადამიანია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში 60 ადამიანია დაკავებული საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, ძირითადად, პარლამენტთან გზის გადაკეტვისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ მოუწოდეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, დემონსტრანტები სამართალდამცველთა მოწოდებას არ დაემორჩილნენ, კვლავ გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა“, – განაცხადა შსს-მ.
სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ „კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“.
This post is also available in: English
