skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი FARA-ს ამოქმედებას ეხმიანება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ (FARA) კანონის ამოქმედებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა ამერიკულია, ის არადემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

„თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული კანონდმებლობა და, შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი, ჩემი აზრით ზედმეტია“, – უთხრა იოსელინმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 ივნისს. „თუმცა, … ჩვენ დავაკვირდებით საქართველოში ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონი მიემართება“.

This post is also available in: English

Back to top button