Placeholder canvas
ახალი ამბები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ასოცირებული ტრიო, დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირის ოჯახის ნაწილია

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 14 სექტემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო „ჩვენი ოჯახის წევრები არიან, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არასრულყოფილია“.

მისი თქმით, „ეს წყალგამყოფი მომენტი გლობალურ პოლიტიკაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრებას მოითხოვს“.

„მუშაობა იწყება ჩვენი თანამოაზრე პარტნიორების ძირითად ჯგუფთან: ჩვენს მეგობრებთან თითოეულ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.

ამის გასაკეთებლად, მისი თქმით, ყველაზე კარგი გზაა „კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიული ქვეყნების გაძლიერება. „ეს იწყება იქ ქვეყნებით, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგანან“, – დასძინა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათ გვერდით უნდა ვიდგეთ, რადგანაც ძლიერი დემოკრატიისკენ და ჩვენი კავშირისკენ მიმავალი გზა ერთი და იგივეა“.

თავის გამოსვლაში, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ „უნდა მოგვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს“.

ამ კონტექსტში, მან ახსენა „მეგობრები“ უკრაინიდან, მოლდოვადან და საქართველოდან, ასევე ბელარუსის ოპოზიცია და სხვები, რომლებიც რუსეთის ქმედებების შედეგებს კარგად იცნობენ. „ისინი წლებია გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button