ახალი ამბები

აფხაზეთის და ცხინვალის ლიდერები ყარაჩაი-ჩერქეზეთს ესტუმრნენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი 7 სექტემბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკას ესტუმრნენ.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ ბჟანიამ და გაგლოევმა ყარაჩაი-ჩერქეზეთის 100 წლისთავისადმი მიღძვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომლსაც ასევე ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში, იური ჩაიკა, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი და ჩრდილოეთ ოსეთი – ალანიის ხელმძღვანელი, სერგეი მენიაილო.

გაგლოევმა და ბჟანიამ ინდივიდუალური შეხვედრები გამართეს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ლიდერთან, რაშიდ ტემრეზოვთან.

„რესის“ ცნობით, ტემრეზოვსა და გაგლოევს შორის გამართულ შეხედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.

ტემრეზოვმა განაცხადა, რომ „ჩვენს ორ რესპუბლიკას შორის დღეს ყველა ხელსაყრელი პირობაა შექმნილი სხვადასხვა სფეროში ურთიერთობის განსავითარებლად“.

მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობა ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის საშუალებას მისცემს მათ „დინამიურად გაიუმჯობესონ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოქალაქეების ცხოვრების დონე აამაღლონ“.

ბჟანიას შეხვედრა ტემრეზოვთან

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბჟანიასთან შეხვედრის დროს, ტემრეზოვმა აფხაზეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთს შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგებში ბჟანია ასევე შეხვდა აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, მუსა ეკზეკოვს და მასთან აფხაზური ენის განვითარებასა და შენარჩუნებაზე, ასევე სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და სხვა პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ „ჩვენი კულტურა, ენა, ეროვნება – დიდი ფუფუნებაა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, მიუხედავად მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციისა, სადაც ბევრი საფრთხეა“.

საქართველო პირველი ქვეყანა გახდა 2011 წელს, რომელმაც „გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის „მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“. მოგვიანებით, 2012 წელს, საქართველომ ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად ანაკლიაში მემორიალი გახსნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button