ახალი ამბები

ასლან ბაჟანია: აფხაზეთი მზად არის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ კრემლთან დაახლოებულ რუს ჟურნალისტ, ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რეგიონი მზად არის შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს.

რუსეთ-ბელორუსის საკავშიროს სახელმწიფო, ზენაციონალური ერთობაა, რომელიც მიზნად ისახავს ორ ერს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკის ინტეგრაციის გზით.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, ასლან ბჟანიამ განაცხადა – „ასეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიცაა რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების სამეკავშირეო სახელმწიფო, რომელთაც ამ კავშირში გაწევრიანების სურვილი ექნებოდათ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით, რომ მხარი დაგვეჭირა ამ იდეისთვის და ვყოფილიყავით მისი სრულუფლებიანი წევრი“.

„ეს იდეა ახლოს არის ჩვენთან, ახლოს არის აფხაზ ხალხთან [და] ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესშია“, – ხაზი გაუსვა ასლან ბჟანიამ.

მისივე განცხადებით, „ახალ რეალობაში, როდესაც ერთპოლარული სამხარო დაინგრა“, აფხაზეთს „რუსეთთან ძლიერი ალიანსის საჭიროების ესმის“.

ბჟანიას მტკიცებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის „წარმატების დასრულების“ შემდეგ „დადგება განსხვავებული რეალობა და იმის საფუძველზე, თუ ვინ გამოავლენს თავს რუსეთის ნამდვილ მეგობრად, სამეკავშირეო სახელმწიფოს ახალი მონახაზი შეიმქნება“.

ამ კონტექსტში ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიამ ბელარუსული ბიზნესის მზარდ ინტერესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკებები“ და ერთობლივი ბელარუსულ-აფხაზური პროექტი მომზადდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ეკონომიკური პროექტი ბელარუსთან ურთიერთობების დაახლოების საწინდარი იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button