Placeholder canvas
ახალი ამბები

ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი გაიხსნება

საქართველო, რომელიც პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები გენოციდად აღიარა, ამ მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მომავალ წელს მემორიალის დადგმას გეგმავს.

მემორიალის ადგილად ანაკლია შეირჩა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაიამ 29 ივლისს.

მისი თქმით, მემორიალის დიზაინი კონკურსის წესით შეირჩევა, რომელიც სპეციალური კომისიის მიერ სექტემბერში გამოცხადდება.

საქართველოს მთავრობა მემორიალის გახსნას 2012 წლის მაისში გეგმავს, როდესაც ჩერქეზული დიასპორა გენოციდის 148–ე წლისთავს აღნიშნავს, განაცხადა დავითაიამ.

20 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის „მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“, რასაც თან ახლდა „ხელოვნურად“ მოწყობილი „შიმშილობები და ეპიდემიები“, „გენოციდის აქტად“ უნდა იქნას აღიარებული. 

1 ივლისს მიღებულ კიდევ ერთ რეზოლუციაში პარლამენტმა მთავრობას დაავალა მიიღოს ზომები მემორიალის და ასევე ჩერქეზთა კულტურული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button