ახალი ამბები

საქსტატი: აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8% იყო 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 12.8% შეადგინა, ყოველთვიური ინფლაცია კი – 0.7% იყო.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (22.5%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16.2%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (11.6%-იანი ზრდა) და ჯანმრთელობის დაცვა (10.9%).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (1.8%-იანი ზრდა);  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.4%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (1.1%-იანი ზრდა) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (0.8%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button