Placeholder canvas
ახალი ამბები

აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა; ვაჭრობა; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება; სასტუმროები და რესტორნები; ტრანსპორტი და დასაწყობება; ხელოვნება; გართობა და დასვენება.

ამავე პერიოდში, კლების ტენდენცი დაფიქსირდა მშენებლობისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

საქსტატისვე მონაცემებით, 2021 წლის პირველი რვა თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12%-ია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button