Placeholder canvas
ახალი ამბები

დაზვერვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 23 აპრილს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსად გიორგი ლომიძე დანიშნა.

გიორგი ლომიძე 2020 წლის იანვრის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფრომა, ლევან იზორიამ თანამდებობა დატოვა, ამავე უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მანამდე, 2014-2020 წლებში კი – იგი ამავე სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე მსახურობდა.

უფრო ადრე, ლომიძე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, ასევე ამავე უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. აგრეთვე, მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button