skip to content
ახალი ამბები

ლევან იზორია დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და გერმანიაში ელჩად განიხილება

დაზვერვის სამსახურის აწ უკვე ყოფილმა უფროსმა, ლევან იზორიამ 27 იანვარს ტელეკომპანია POSTV-ისთან საუბარში განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, რადგანაც მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე განიხილება.

„ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში როგორც სრულუფლებიანი ელჩი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას“, – თქვა იზორიამ და დასძინა, რომ ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებიდან შეუდგება. 

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსად გასული წლის სექტემბერში დაინიშნა და მან ამ თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა. იზორიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ვაკანტური ხდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტიც, რადგანაც ამ ფუნქციასაც, როგორც დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია ასრულებდა. 

2016 წლის აგვისტოდან ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, მანამდე კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. 2012-2015 წლებში ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button