ახალი ამბები

შსს-მ გოგი წულაია ქალის ცემის ბრალდებით დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მარტის განცხადებით, სამართალდამცველებმა პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი გოგი წულაია თბილისში ქალის ცემის ბრალდებით დააკავეს.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგი წულაიამ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს ეთერში მას შემდეგ აგინა, რაც 6 მარტს ტელევიზიით ფარული ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ისმის, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

საპასუხოდ, სოციალური ქსელით მოქალაქეებს წულაიას გინებისკენ მოუწოდა ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ. საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დეპუტატმა პოსტი წაშალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button