skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებთან, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად, 15 მარტს სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს, ხოლო 16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტმა მიშელმა, რომელიც საქართველოში არსებულ კრიზისში მედიაციის ინიციატორია, განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ შეხვედრების დროისთვის პროგრესი იქნება მიღწეული.

იმავდროულად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხში, ქრისტიან დანიელსონმა გუშინ განაცხადა, რომ თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩება და შეხვედრებს 15 მარტსაც გამართავს. მისივე თქმით, „ნათელია, რომ კიდევ გვჭირდება გარკვეული დრო” მოსალაპარაკებლად, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ  ბორელს შეხვდება, ხოლო 17 მარტს საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button