skip to content
რესპუბლიკის ამბები

რევკომი: საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 15 მარტი, N11

სახელმწიფო ენა საქართველოში

რევკომის ბრძანება

მიუხედავათ რევკომის არა ერთხელ გამოცემულ ბრძანებისა, რომ საბჭოთა სოციალისტურ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული და საქართველოს ყველა დაწესებულება, როგორც სახელმწიფო ენა არის ქართული და საქართველოს ყველა დაწესებულება, როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადო, ვალდებულია სასტიკათ აასრულონ ეს ბრძანება, ქალაქ თბილისში მაინც იჩენს თავს პროვოკაციული მოქმედება აღნიშნულ ბრძანების წინააღმდეგ. იყო შემთხვევა ქართული ენის გაძევების სურვილისა ზოგიერთ დაწესებულებიდგან.

რევკომი ერთხელ კიდევ ბრძანებს სასტიკათ ასრულებულ იქმნას მისი ბრძანება და მოისპო პროვოკაცია მშრომელთა უფლებისა რომელიც არა თუ არ ცდილობს საქართველოს და მის თვითგამორკვევის მოსპობას, არამედ თავის მიზნათ ისახავს, სახელმწიფო ენის დაცვასთან ერთად, გააძლიეროს და ცხოვრებაში გაატაროს საქართველოს მშრომელთა სრული თვითგამორკვევა.

უკანასკნელ დროს გამოჩდნენ პროვოკატორები, რომელნიც შლიან დუქნების და სხვა საზოგადო დაწესებულებებიდან ქართულ წარწერებს. უკვე რამოდენიმე კაცი ამისთვის დაპატიმრებულია და მიიღებენ ღირსეულ სასჯელს.

რევკომი აფრთხილებს ყველას, რომ ამისთანა პროვოკაციულ მოქმედებისთვის, რომელიც ასუსტებს საბჭოთა მთავრობას საქართველოში, სასტიკათ იქნებიან დასჯილნი.

მსგავსი/Related

Back to top button