რესპუბლიკის ამბები

4 მარტი, 1921: ქართულმა ჯარმა ოსიაურში კონტრშეტევა წამოიწყო, სოხუმში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• გაიმართა დიდი ბრძოლა ხაშურის აღმოსავლეთით (ოსიაურის ბრძოლა). მთავარსარდალი კვინიტაძე ფიქრობდა, რომ გადავიდოდა შეტევაზე, მეთერთმეტე არმიის ავანგარდს ალყაში მოაქცევდა და გაანადგურებდა, რაც გააიოლებდა მტრის საბოლოო დამარცხებას. შეტევა წარმატებით დაიწყო, მაგრამ გვარდიელებმა ვერ მოასწრეს მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთის გარსშემოვლა, თუმცა კვინიტაძე ვარაუდობდა, რომ მეორე დილით მოწინააღდეგე უკვე ალყაში აღმოჩნდებოდა.  

• რუსულმა სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს სოხუმი.  

• აფხაზეთის არალეგალურმა რევკომმა ი.ჟვანიას მეთაურობით გაათავისუფლა ბოლშევიკი პატიმრები ციხიდან, დაიკავა სამთავრობო დაწესებულებები. გამოიცა ბრძანება №1, რის საფუძველზე გამოცხადდა საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა.

• ბოლშევიკებმა თბილისში ერთად დაკრძალეს წითელარმიელები და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის დაღუპული ჯარისკაცები

მსგავსი/Related

Back to top button