რესპუბლიკის ამბები

28 თებერვალი, 1921: ფრანგული ფლოტის დახმარებით ქართულმა ჯარმა გაგრა წითლებისგან გაათავისუფლა

წყარო: დამოუკიდებლობის 1028 დღე, თსუ, 2013.

• ფრანგული ფლოტის დახმარებით ქართულმა ნაწილებმა გაათავისუფლეს გაგრა რუსული ნაწილებისაგან.

• გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა ქუთაისში. დეპუტატები იმედიანად იყვნენ განწყობილნი. დეპუტატმა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძემ განაცხადა: „ლიხის მთაგრეხილის ბუნებრივ ზღუდეს დაემატება ჩვენი მხედრობის ცოცხალი გალავანი. აქ მიეცემა მტერს უკანასკნელი მოგერიებითი ბრძოლა, აქედან დაიწყება ჩვენი მხედრობის წინსვლა.“  

• რევკომმა საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ შეწყვეტილიყო საბრძოლო მოქმედებები.

• ოსურმა პარტიზანულმა შენაერთმა გაგლოევის მეთაურობით გადალახა თრუსოს უღელტეხილი და გაემართა კობისაკენ (3149 მეტრი ზღვის დონიდან), ამით ისინი მოექცნენ დარიალში მდგომი ქართული შენაერთის ზურგში.

მსგავსი/Related

Back to top button