რესპუბლიკის ამბები
ანკარაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სოციალისტ-ფედერალისტი სიმონ მდივანი დაინიშნა
გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1921 წლის 5 თებერვალი, N27
საქართველოს მისიის ჩასვლა ანგორაში
საქართველოს დიპლომატიური მისია, რომელსაც დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი სოციალისტ-ფედერალისტი სიმონ მდივანი მეთაურობს ანგორაში დიდი თანაგრძნობით მიიღეს.