skip to content
რესპუბლიკის ამბები

1921: ოზურგეთის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნებში სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

გაზ. ერთობა, 1921 წლის 2 თებერვალი, N24

საქალაქო არჩევნები ოზურგეთში

ოზურგეთი (დეპეშა) ქალაქის ხმოსანთა არჩევნები დასრულდა. საარჩევნო სიაში შეტანილი იყო 3 071 ამომრჩეველი. მონაწილეობა მიიღო არჩევნებში 1919 კაცმა. პირველმა სიამ – სოციალ-დემოკრატიულმა მიიღო 1 406 ხმა; მეორემ ეროვნულ-დემოკრატიულმა 271 ხმა; მესამემ – სოციალისტ-რევოლუციონურმა – 69, მეოთხემ – სოციალისტ-ფედერალისტურმა – 173.

გავიდა: ხმოსანი სოციალ-დემოკრატი – 14, ეროვნულ-დემოკრატი – 3, სოციალისტ-რევოლუციონერი – 1, სოციალისტ-ფედერალისტი – 2.

ცნობა: ძველ საბჭოში იყო სოციალ-დემოკრატი 14 ხმოსანი, სოციალისტ-ფედერალისტი 1 და ეროვნულ-დემოკრატი 5.

მსგავსი/Related

Back to top button