ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც „უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

საგარეო უწყება აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანიბას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება  და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. არჩევნები ჩატარდა “დამკვირვებლებით” რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და თურქეთიდან. წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა (45.67%) ოკუპირებული რეგიონის ყოფილი ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ მიიღო. შემდეგ მოდის: ამჟამინდელი ლიდერის პარტია „ნიხასი“ – 29.59%; „სახალხო პარტია“ – 5.86%; „კომუნისტური პარტია“ – 6.14%; „ირი ფარნი“ – 5.37%; „ერთობა“ – 2.37%; „ხალხის ერთობა“ – 2.4%.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button